Ubuntu – ს ფორუმი გატეხილია

Ubuntu-ს ონლაინ ფორუმების გატეხვის შედეგად, ჰაკერებმა 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. ამის შესახებ კომპანია Canonical-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ubuntu

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა მოიპოვეს წვდომა შემდეგ ინფორმაციასთან: IP მისამართები, მომხმარებლის სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

კიბერდამნაშავეებმა ვებგვერდის გასატეხად „SQL“ ინექცია გამოიყენეს, რომელიც შეტევის ერთ-ერთი ძველი და ყველაზე ძლიერი მეთოდია.

პაროლები შემთხვევით შერჩეულ სტრიქონებში „ჰაშირებულად“ ინახებოდა, ამიტომ არც ერთი აქტიური პაროლი არ გადასულა ჰაკერების განკარგულებაში. კომპანია „Canonical“-მა შეტევის შემდეგ სისუსტე საკმაოდ სწრაფად გამოასწორა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ CERT.GOV.GE-ს რეკომენდაციით, თუ სარგებლობთ აღნიშნული ფორუმით, აუცილებლად შეცვალეთ პაროლი.

წყარო : cyber.kvira.ge

You Look

ავტორი : You Look

კომენტარები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

კომპანია Youlook ყოველთვის სთავაზობს სხვადასხვა ფასდაკლების აქციებს, მიიღე ყოველი სიახლე მეილზე