ახალი თაობის ფეხსაცმელი

თუ თქვენ უამრავ ფეხსაცმელს იძენთ რათა მოდას არ ჩამორჩეთ, შესაძლოა სულ მალე ეს არ დაგჭირდეთ თან უამრავი ფული დაზოგოთ. დევით კოელომ განაცხადა რომ დაიწყო ფულადი სახსრების მოპოვება რათა შექმნას ShiftWear-ფეხისამოსი გვერდებზე ფერადი სენსორებით ელექტრონული ქაღალდისგან.
თქვენ მხოლოდ სპეციალური მობილური აპლიკაცია დაგჭირდებათ რომლის საშვალებითაც შეძლებთ მომენტალურად ცვალოთ ფეხსაცმლის გარე იერსახე. სტატიკური სურათების გარდა, ფეხსაცმელზე შესაძლებელი იქნება ვიდეოების ჩართვაც.
krasovki-620x412

ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაზე გარეცხვაც კი შეიძლება. აღსანიშნავია ისიც რომ, მონიტორებს პრაქტიკულად არ ცჭირდება ელექტრო ენერგია, თუ მხოლოდ სტატიკურ სურათებს გამოიყენებთ. ShiftWear შემქმნელმა განიზრახა ფეხსაცმლის სიარულის დროს დატენვის ფუნქციის შექმნა, რათა მომხმარებელს არ მოუწიოს მათ დატენვაზე ფიქრი.
ფეხსაცმლის შემქმნელმა ყველა იმ ადამიანს ვინც 150 დოლარს ჩადებს ამ საქმეში შეპირდა ერთი ეგზემპლარის საჩუქრად გაგზავნა. სამწუხაროდ არ არის ცნობილი განხორციელდება თუ არა ეს პროექტი.თუმცა ბევრისთვის ძნელია ასეთ ფეხსაცმელზე უარის თქმა.

You Look

ავტორი : You Look

კომენტარები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

კომპანია Youlook ყოველთვის სთავაზობს სხვადასხვა ფასდაკლების აქციებს, მიიღე ყოველი სიახლე მეილზე