Toyota – რობოტი ბავშვი

იაპონურმა კომპანიამ Toyota Motor იმ მარტოხელა იაპონელებისთვის, ვისაც არც პარტნიორი ჰყავთ და არც შვილი, მინი რობოტი შექმნა, სახელად Kirobo Mini, რომელიც, გამომგონებლების აზრით, ადამიანებს მარტოობის განცდას გაუქარწყლებს.

kirobo_mini

რობოტს უნიკალური თვისებები აქვს ჩამონტაჟებული. მაგალითისთვის, მას ხმამაღლა საუბარი შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუცვლელი პარტნიორია დიალოგისთვის. ის არასდროს გეტყვით უარს საუბარზე და არასდროს დაიღლება, – ამბობენ გამომგონებლები. რობოტი ხმამაღალი ტონით საუბრობს. მეცნიერების მტკიცებით, Kirobo Mini-ს 5 წლის ბავშვის გონება აქვს. თუმცა, ესეც გარკვეულ მიზანს ემსახურება. გამომგონებლების აზრით, მომხმარებლების დამოკიდებულება ასეთი რობოტის მიმართ უფრო მაღალი იქნება.

არსებობს ვარაუდი, რომ ახალი გამოგონება დემოგრაფიის განვითარებაზეც დადებითაც აისახება და იაპონელ ქალებს შვილის ყოლის სურვილიც გაუჩნდებათ. რამდენადაც ცნობილია, იაპონიაში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით,  ყველაზე დაბალი დემოგრაფიული მაჩვენებელია.

მინი რობოტის ღირებულება 392 დოლარია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე რობოტის ექსპორტზე გატანა არ იგეგმება.

წყარო : cyber.kvira.ge

You Look

ავტორი : You Look

კომენტარები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

კომპანია Youlook ყოველთვის სთავაზობს სხვადასხვა ფასდაკლების აქციებს, მიიღე ყოველი სიახლე მეილზე