უცნობი ფაქტები Google – ის შესახებ

 

maxresdefaultმისი საიტისა და საძიებო სისტემის სახელი. დაარსდა 1998 წელს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ. დღეს Google არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში. Google-ის თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია მრავალ ენაზე (მათ შორის ქართულადაც). მისი შექმნა ენდი ბეჩტოლშეიმს 100 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა

1, გუგლს თავდაპირველად “BackRub” ერქვა. “BackRub” იყო საძიებო სისტემა, რომელიც 1996 წელს შეიქმნა.

2. 2010 წლის შემდეგ გუგლი კვირაში საშუალოდ ერთ კომპანიას ყიდულობდა.

3. პირველი Google Doodle იყო ცეცხლმოკიდებული ადამიანი (Burning Man).

4. გუგლმა პირველი შეფ–მზარეული 1999 წლის ნოემბერში დაიქირავა, კომპანიას მხოლოდ 40 თანამშრომელი ჰყავდა.

5 მას შემდეგ, რაც აიერსი კომპანიის შეფ–მზარეული გახდა, იგი 150 თანამშრომელს და 10 კაფეს კურირებდა გუგლის შტაბში, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

6. თქვენ შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით–Gmail 50–ზე მეტ ენაზე ისარგებლოთ, მათ შორისაა უელსური, ბასკური, ფილიპინური და მალაიალამი.

7. დაახლოებით  გუგლის 1000–მდე თანამშრომელი მილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ  2004 წელს ვოლსტრიტზე აქციები გაიტანა.

8.  ერთ–ერთი მილიონერია მასაჟისტი ბონი ბრაუნი, რომელსაც 1999 წელს კომპანია კვირაში 450 დოლარს უხდიდა.

9. “იღბალს მივენდობი” (I’m Feeling Lucky)  ღილაკი, რომელიც მომხმარებელს მისი ძიების პირველ შედეგთან აბრუნებს, დაკარგული რეკლამების გამო გუგლს 100 მილიონი უჯდება ყოველწლირად.

10. გუგლი თხებს ქირაობს. 2009 წელს კომპანიამ იქირავა დაახლოებით 200–მდე თხა ერთი კვირით, იმისათვის, რომ მათ კალიფორნიაში გუგლის ოფისში ბალახი შეეჭამათ და ნიადაგი გაენოყიერებინათ.

11. გუგლის პირველი ოფიციალური ტვიტი იყო “I’m Feeling Lucky”

12. კონკურენტ კომპანია Mozilla–ს თითქმის მთელი ფული გუგლიდან შესდის. ფირმა წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს იხდის იმისთვის, რომ Firefox–ის ძირითადი საძიებო სისტემა გუგლი იყოს.

13. გუგლის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი კომპანიის წილის მხოლოდ 16 პროცენტს ფლობენ.

14. ეს 16 %,  ჯამში, 46 მილიარდი აშშ დოლარია.

You Look

ავტორი : You Look

კომენტარები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

კომპანია Youlook ყოველთვის სთავაზობს სხვადასხვა ფასდაკლების აქციებს, მიიღე ყოველი სიახლე მეილზე