ქსელური მოწყობილობები

ქსელის მოწყობა

ჰოსტების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ კაბელების გამოყენებითაც, თუმცა ქსელის უკეთ გასამართად და უფრო რთული ქსელების გასაკეთებლად შეიქმნა სხვადასხვა ქსელური მოწყობილობები, როგორებიცაა: Router, Modem, Wireless Access point, Network cables, Switch და Hub.

დღესდღეობით არსებობს ასევე დანადგარები, რომლებიც ზემოთ ხსენებული რამდენიმე დანადგარის ფუნქციას ერთად ასრულებს.

დავიწყოთ სხვადასხვა ტიპის კაბელების განხილვა:

• კოაქსიალური კაბელი
ეს კაბელი შედგება 3 შრისა და გულისგან. როგორც ვხედავთ, მისი გული არის სპილენძის გამტარი, რომელსაც შემოხვეული აქვს დიელექტრიკი. მესამე შრე წარმოადგენს სპილენძის მოწნულ ფარს, ხოლო სილ გარეთა არის ჩვეულებრივი “Outer plastic sheath”.
კოაქსიალური კაბელი წარმოადგენს, გადამცემ ხაზს რადიო სიხშრისის სიგანებისათვის. ის აკავშირებს რადიო გადამცემებსა და ანტენიან მიმღებებს ერთმანეთთან, გამოიყენება ასევე კომპიუტერულ ქსელებში, და სატელევიზია სიგნალების გადაცემაში. ამ კაბელის უპირატესობა ისაა, რომ სიგნალების გადაცემისას, ელეკტრომაგნიტური წრე არსებობს მხოლოდ შიდა და გარე გამტარებს შორის, რაც შესაძლებელს ხდის, ასეთი კაბელის დამონტაჟებას (გაყვანას) მეტალის ობიექტებთანაც, დანაკარგის გამოწვევის გარეშე, რაც ხშირად ხდება სხვა გადამცემ ზოლებში. კოაქსიალურ კაბელს ასევე აქვს ერთგვარი დაცვა გარე ელექტორმაგნიტური ჩარევების წინააღმდეგ.
არსებობს ასევე 2 ტიპის კოაქსიალური კაბელი, წვრილი და სქელი, წვრილი უფრო დრეკადია თუმცა მისი მონაცემების გადაცება ლიმიტირებულია 185მ-მდე, ხოლო მსხვილს თავისუფლად შეუძლია 500მ-ზე მუშაობა. თუმცა უნდა ითქვას,რომ ეს კაბელი უკვე მოძველდა და იშვიათად გამოიყენება.

• გრეხილი წყვილი
ასეთი კაბელი არის 4 წყვილი, თითო წყვილი კი შედგება 2 ერთმანეთზე გრეხილად შემოხვეული გამტარისაგან, გარე ელექტრომაგნიტური ჩარევების თავიდან ასაცილებლად. არსებობს ასეთი კაბელის 3 ტიპი:
1. UTP (Unshielded)
2. STP (Shielded)
3. FTP (Foiled)
Shielding გამოიყენება ამ კაბელის ელექტორმაგნიტურად დაცვისათვის, Shielding ასევე შესაძლებელია გამოიყენებოდეს ინდივიდუალურ წყვილებზე.
UTP ტიპის კაბელი ხშირად გამოიყენება Ethernet ქსელებში და ტელეფონის სისტემებში. ამ ტიპის კაბელში თითოეული გრეხილი წყვილი განსხვავდება ფერით, მიღებულია, რომ დახვეული წყვილების ფერები უნდა იყოს:
1. ლურჯი + ნახევრად ლურჯი
2. მწვანე + ნახევრად მწვანე
3. აგურისფერი + ნახევრად აგურისფერი
4. ყავისფერო + ნახევრადყავისფერი
ეს ფერების საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც არსებობს ორი ტიპის კაბელი – Straight და Crossover.
Crossover კაბელი გამოიყენება როდესაც გვსურს ერთმანეთს დავუკაშიროთ ორი ერთნაირი ტიპის მოწყობილობა (მაგალითად ორი კომპიუტერი ან ორი სვიტჩი). ხოლო Straight კაბელი შესაბამისად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების დასაკავშირებლად (კომპიუტერი და სვიტჩი). კაბელის ამ ორი ტიპის მიხედვით, მასში გრეხილი წყვილების ფერების განლაგება განსხვავებულია. მაგალითად Straight კაბელში Side A და Side B-ში განლაგებული ფერები ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო Crossover-ის შემთხვევაში ერთი ბოლოს Pin1 ემთხვევა მეორე ბოლოს Pin3, ხოლო Pin2 კი – Pin6-ს. ფერების მიხედვით კი ეს სქემები ასე გამოიყურება.
რაც შეეხება ამ კაბელის მონაცემების გადაცემას, მისი მანძილის ლიმიტი წარმოადგენს 100 მეტრს, ჩვენ შეგვიძლია ყოველ 100 მეტრში ჩავდგათ ქსელურუ მოწყობლობა რათა გავზარდოთ ეს ლიმიტი, თუმცა შესაძლებელია მხოლოდ 4 ასეთი დანადგარის გამოყენება.

 

• ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი
ამ ტიპის კაბელი შედგება ერთი ან მეთი ოპტიკური ბოჭკოსგან, რომლებასც სინათლის გადატანა შეუძლიათ. ეს კაბელი გამოიყენება, როდესაც გვესაჭიროება დიდ მანძილზე კომუნიკაცია, ან როდესაც გვჭირდება ინფორმაციის სწრაფი გადატანა. თვითონ კაბელი შედგება წვრილი შუშის ცილინდრისაგან, სადაც ხდება სინათლის არეკვლით გადატანა. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპტიკური ბოჩკო მხოლოდ ერთი მიმართულებით გადასცემს ინფორმაციას, ასე რომ კაბელი ძირითადად 2 ბოჭკოსგან შედგება ხოლმე. ეს კაბელია ძალიან მოსახერხებელია, რადგან მასზე არ მოქმედებს გარე ელექტორმაგნიტული ველები, ამიტომ არ ხდება ინფორმაციის გადაცემის შეფერხება ან დამახინჯება. ამ კაბელს შეუძლია ასევე რამდენიმე კილომეტრზე ინფორმაციის უპრობლემოდ გადაცემა.

 

Ethernet hub
ჰაბის მეშვეობით ხდება რამდენიმე Ethernet მოწყობილობის ერთმანეთთან დაკავშირება, რათა მათ იმუშაონ ერთად, როგორც ერთი ქსელის სეგმენტი. ჰაბს აქვს რამდენიმე input/output პორტეპი, სადაც კაბელით უკვაშირდებიან ჰოსტები. ჰაბი მუშაობს OSI მოდელის ფიზიკურ შრეზე. ასევე უნდა ითქვას, რომ ჰაბები მოძველდა და ის ამჯამად ჩანაცვლებულია switch-ის მიერ.
switch-ისგან განსხვავებით, ჰაბი არის უფრო მარტივი მოწყობილობა. ის იმეორებს ყველა მიღებულ ბიტს და უგზავნის მათ ყველა მიერთებულ ჰოსტს. ჰაბს აქვს სიგნალების დაჯახების “გრძნობა” და შეუძლია jam signal-ების გაგზავნა ამ დაჯახებების თავიდან აცილებისთვის, თუმცა მისი ამ სიგნალების “ტაფიკზე” კონტროლი მხოლოდ ამით შემოფარგლება, რაც გულისხმობს იამს, რომ ჰაბს არ შეუძლია გააგზავნოს სიგნალი მხოლოდ ერთ ჰოსტზე. ასევე ჰაბს არ აქვს საკუთარი მეხსიერება მონაცემების შესანახად, ამიტომ პაკეტის გაგზავნა მიღებისთანავე უნდა მოხდეს, თორე დაიკარგება შეჯახების დროს (ამის შემჩნევა თვითონ sender-ს ევალება და ხელახლა უწევს გაგზავნა). ამ ყველაფრის გამო, ჰაბს მხოლოდ half duplex რეჯიმში შეუძლია მუშაობა.
half duplex სისტემა აწარმოებს კომუნიკაციას ორივე მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით ერთ ჯერზე, ამიტომ ასეთ სისტემას უწევს ლოდინი სანამ არ დასრულდება სიგანლის გადაცემა, რომ შემდეგ უპასუხოს.

 

 

Network Switch
Switch არის მოწყობილობა, რომელსაც ჰაბის მსგავსად შეუძლია ჰოსტების ერთ კომპიუტერულ ქსელში ჩართვა. მონაცემების მიღების, მაუშავებისა და გაგზავნისთვის ის იყენებს “packet switching”-ს.
Packet switching არის ქსელის ციფურილი კომუნიკაციის მეთოდი, როდესაც ქსელში გაგზავნილი ყველა ინფრომაცია (data) ჯგუფდება შესაფერის ზომის ბლოკებში, რომლესაც ეწოდებათ პაკეტები. ეს მეთოდი ზრდის ქსელში მუშაობის ეფექტურობას.
პაკეტები ზოგადად შედგება header და payload ნაწილებისაგან. სვიტჩს, ჰაბიგან განსხვავებით, შეუძლია header-ში არსებული მონაცემების წაკითხვა და ზუსტად დადგება თუ რომელი ჰოსტისთვისაა ეს პაკეთი გამოგზავნილი. ამის შედეგად მას აღარ უწევს, რომ ეს პაკეტი გადაუგზავნოს ყველა ჰოსტში, არამედ პირდაპირ საჭირო ჰოსტს უგზავნის.
არსებობენ ასევე სვიჩები, რომლებსაც აქვთ საკუთარი პროცერსორი და მეხსიერება, რის შედეგადაც შეუძლია პაკეტების შენახვა და შეცდომების აღმოჩენა, სანამ მათი ჰოსტებთან გადაგზავნა მოხდება.

 

 

როუტერი
როუტერი არის ის ქსელური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერელ ქსელებს შორის პაკეტების გადასაცემად (ანუ ის აკავშირებს სხვდასხვა კომპიუტერულ ქსელებს ერთმანეთთან). ინტერნეტში ისინი ასრულებენ ტრანსპორტის ხელმძღვანლის როლს. როდესაც როუტერს გადმოეცემა პაკეტი, ის კითხულობს ადრესის ინფორმაციას და საზღვრავს მის საბოლოო დანიშნულების ადგილს, შემდეგ კი აგზავნის მას შესაბამის ქსელში. ინტერნეტის შემთხვევაში, გამოიიყენება პატარა ოფისური როუტერები, რომლებიც უპრალოდ გადასცემენ მონაცემებს, ვებ-გბერდებზე, ემაილებზე, ვიდეობზე და ა.შ. კომპიუტერსა და ინტერნეტს შორის.
• აპლიკაციები
როდესაც ქსელების დასაკავშირებლად გამოყენებულია რამდენიმე როუტერი, ისინი ადრესატების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას ახერხებენ dynamic routing protocol-ის გამოყენებით, მას ასევე adaptive routing-ისაც უწოდებენ, რადგან მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი გამოსაყენებელი გზები შეინარჩუნოს და საჭიროებისამებრ შეცვალოს გზავნილის მარშრუტი რაიმე ცვლილების შემთხვევაში. ასევე როუტერები ადგენენ საკუთარ “ცხრილებს”, რომლებიც შეიცავენ საუკეთესო გადამცემ გზებს სისტემებს შორის და მათ ასევე აქვთ სპეციალური ინტერფეისები სხვადასხვა ქსელური კავშირებისთვის იქნება ეს კაბელით დამყარებული კავშირი თუ უკაბელო გადაცემა.

 

Modem
მოდემი არის ქსელური მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის მიღებული სიგნალები სხვა სასურველი სიგნალის ტიპად. მისი მიზანია, რომ აწარმოოს მიღებული სიგნალის რეპროდუქციული ადვილად გასაგზავნი სიგნალი. ყველაზე ცნიბილი და გამოსაყენებლი მოდემია, რომელსაც გადააქვს ციფრული მონაცემები ანალოგურ სიგნალად და პირიქით,ა მ პროცესს მოდილაციას უწოდებენ. მოდემებს გამოარჩევენ, თუ რამხელა მონაცემი შეუძლია მას გააგზავნოს დროის ერთეულში, და ეს მონაცემი გამოიხატება ბიტი/წამში.

 

Wireless Access Point (WAP)
Wireless Access Point-ის მიზანია, რომ დააკავშიროს კომპიუტერები ქსელში უკაბელოდ, რადიოტალღების გამოყენებით. ამისათვის საჭიროა რომ კომპიუტერს ჰქონდეს უკაბელო ქსელის ადაპტერი. Access Point-ის როლს ძირითადად ასრულობს ხოლმე როუტერი. სანამ Wireless Network-ი შეიქმნებოდა, ქსელის შესაქმნელად აუცილებელი იყო კაბელები. მაგრამ, ამ გამოგონების მეშვეობით შესაძლებელია უკვე, რომ მარტივად (კაბელის გარეშე) შევუერთოდ მოწყობილობა ქსელს. Access Point ძირითადად პირდაპირ უერთდება ხოლმე Ethernet კავშირს და შემდეგ გვაძლევს უკაბელო კავშირებს რადიოტალღების გამოყენებით.

 

წყარო : http://technology.iliauni.edu.ge

You Look

ავტორი : You Look

კომენტარები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

კომპანია Youlook ყოველთვის სთავაზობს სხვადასხვა ფასდაკლების აქციებს, მიიღე ყოველი სიახლე მეილზე