ხელოვნური ინტელექტი (AI)

holomind-google-storyart-650x487

Artificial Intelligence (AI) ანუ ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას რომელსაც ექნება უნარი ადამიანის ინტელექტის გაგების და განვითარების. 

ხელოვნური ინტელექტი, როგორც სამეცნიერო დისციპლინა ეყრდნობა უამრავ ტრადიციულ  სამეცნიერო დარგს მაგალითად,  ფილოსოფია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, ფსიქოლოგია.  ამ მეცნიერებათა ჩართვა  ხელოვნური ინტელექტის კვლევის პროცეში უმნიშვნელოვანესია. იმ შემთხვევაში თუ მიზანია რომ  შეიქმნას ადამიანის გონების მოდელი, მაშინ ჯერ ზუსტად უნდა ვიცოდეთ,  როგორ ფუნქციონირებს ადამიანის გონება.

როგორც ასეთი, მდგრადი სამეცნიერო ცოდნა ხელოვნური ინტელექტის შესახებ მე-XX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა, თუმცა მცდელობები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ძველ დროში ხორციელდებოდა

შუასაუკუნეებში ხელოვნურ ინტელექტში მოიაზრებოდა მექანიკური, ადამიანისმსგავსად მოაზროვნე მანქანა, რომელიც ინტელექტუალური შესაძლებლობებით ადამიანს გაუსწრებდა.

1750-იან წლებში ავსტრიელი გამომგონებელი ფრიდრიხ ფონ კნაუსი, რომელიც ფრანცისკ I-ის კარზე მსახურობდა, შექმნა მექანიკური მანქანების სერია, რომელთაც დამოუკიდებლად კალმით საკმაოდ დიდი ტექსტის დაწერა შეეძლოთ.

artificial_intelligence_benefits_risk

XIX საუკუნეში მექანიკაში მიღწეულმა წარმატებებმა ბიძგი მისცეს გამოგონებების ახალ ტალღას, რომელსაც თანამედროვე გაგებით ხელოვნური ინტელექტი ჰქვია.

მნიშვნელოვანი ფაქტი ფიქსირდება 1830-იან წლებსი როდესაც ინგლისელმა მათემატიკოსმა ჩარლზ ბებიჯმა ციფრული კალკულატორის კონცეფცია მოიფიქრა რომელსაც ჭადრაკის სვლების გამოთვლა შეეძლო. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ესპანეთის ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორმა 1914 წელს შექმნა ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო უმარტივსები საჭადრაკო თამაშის დასრულება ადამიანის მსგავსად.

მე-20 საუკუნეში 30-იან წლებში ტიურინგის რობოტის გამოცემის შემდეგ, რომელშიც განიხილებოდა სხვადასხვა რთული ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის გზები, ხელოვნური ინტელექტის თემის მიმართ ყურადღება საკმაოდ გაიზარდა მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. ტიურინგმა ინტელექტუალურ მანქანად აღიარებისთვის მიიჩნია ისეთი პირობა, როდესაც ადამიანსა და მანქანას შორის კომუნიკაციის პროცესში მისი ადამიანისგან გარჩევა იქნებოდა შეუძლებელი

[11/21/1966John McCarthy, computer science. Computer chess.Credit: Chuck Painter / Stanford News Service] *** []

1954 წელს კი ისევ ვუბრუნდებით საჭადრაკო დაფას და ამერიკელმა მკვლევარმა ნიუელმა დაწერა პროგრამა ჭადრაკის სათამაშოდ, აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული იყვნენ ანალიტიკოსები სხვადასხვა კომპანიებიდან და ჰოლანდიელი ფსიქოლოგები. 2 წლიანი მუშაობის შემდეგ მათ შექმნეს პროგრამირების ენა IPL (Information Processing Language) ხოლო ჭადრაკის სათამაშო პროგრამის შექმნა დასრულდა 1957 წელს.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ 1980-იან წლებში AI-ზე მომუშავე კომპანიებმა პირველი კომერციული წარმატება ჰპოვეს, როცა შექმნეს პროგრამა expert systems, რომელიც ექსპერტი ადამიანის შემცვლელად მოიაზრებოდა და სხვადასხვა რისკების შეფასებას ახდენდა. 90-იან წლებში და 21-ე საკუნის პირველ ათწლეულში ხელოვნურმა ინტელექტმა მიაღწია მისი განვითარების პიკს, მაგრამ მაინც ვერ ჩაანაცვლა ადამიანი.

ინტელექტუალურობის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ სწავლის უნარი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი

დღესდღეობით კვლევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში წარმოებს სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: ცოდნის წარმოდგენა, აზროვნების მოდელირება, ცოდნის შეძენა, მანქანური სწავლება და ჰიპოთეზების ავტომატური წარმოდგენა, მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზი, წარმოსახვითი ინფორმაციის გადამუშავება, გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერა, პროცესების და სისტემების მართვა, დაგეგმარება და სხვა.

მეცნიერები იტოვებენ იმედს რომ დიდი შრომის შედეგად უახლოეს მომავალში საზოგადოება იხილავს სრულყოფილ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტს.

ზურაბ დემეტრაშვილი

ავტორი : ზურაბ დემეტრაშვილი

ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი

კომენტარები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

კომპანია Youlook ყოველთვის სთავაზობს სხვადასხვა ფასდაკლების აქციებს, მიიღე ყოველი სიახლე მეილზე